რატომ არ იწყება ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც სასწავლო პროცესი 2023 წლიდან შეწყდა და მოსწავლეები უკვე მეორე წელია სხვა საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ? – პასუხს თვეებია თავს არიდებენ პასუხისმგებელი პირები.
დღეს, ახალციხეში მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა “ქართული ოცნების ” დელეგატს ახალციხეში, ანტონ ობოლაშვილს დავუსვით. პასუხი ვერც მან გაგვცა.
ინფორმაცია არ აქვს ან არ გაგვიზიარა არც “ქართული ოცნების” დეპუტატმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
რატომ არ იწყება ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც სასწავლო პროცესი 2023 წლიდან შეწყდა და მოსწავლეები უკვე მეორე წელია სხვა საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ? – პასუხს თვეებია თავს არიდებენ პასუხისმგებელი პირები.
არც სკოლის დირექტორი, ბელა დიასამიძე და არც ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე არ გვპასუხობს კონკრეტულ კითხვაზე, თუ როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია?
დღეს, ახალციხეში მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა “ქართული ოცნების ” დელეგატს ახალციხეში, ანტონ ობოლაშვილს დავუსვით. პასუხი ვერც მან გაგვცა. ინფორმაცია არ აქვს ან არ გაგვიზიარა არც “ქართული ოცნების” დეპუტატმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
სკოლაში 500-ზე მეტი მოსწავლე იყო. 2023 წლის შემდგომ ისინი იძულებული არიან განათლება ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში მიიღონ. მიზეზებთან დაკავშირებით ზუსტი პასუხების არ ქონამ, საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია და დაუდასტურებელი ინფორმაცია გააჩინა, მათ შორის ახალციხელები განუიხილავენ ვერსიასაც, რომლის თანამხად სკოლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობა იგიგმება.
ანტონ ობოლაშვილმა დღეს ეს ცნობები ჩვენთან საუბრისას უარყო.
აღნიშნული სკოლის საკითხთან დაკავშირებით გამართული არაერთი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმოინისტრაციაში ჟურნალისტებისთვის დახული იყო, მათ შორის ის შეხვედრაც, რომელზეც აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშილი სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს შენობის რეაბილიტაციის ტენდერის გამოცხადებას, 2025 წლის მაისის ბოლოს დაჰპირდა.
2023 წლის 18 ნოემბერს მოსწავლეების მშობლებმა სკოლის რეაბილიტაციის დაჩქარების და სასწავლო პროცესის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციაც გამართეს.
რა სჭირს სკოლას: არსებული ინფორმაციით, სკოლას დაზიანებული აქვს საყრდენი კედელი და ინფრასტრუქტურა.