“ცხოვრება გაუსაძლის მტვერში“
სვერდლოვსკის ოლქის პატარა დასახლება – ვალერიანოვსკი, აქ მტვრიანი ქარიშხლები იცის. როგორც კი მიწა შრება, რკინის მადნის შემცველი ღრუბლები ადგილობრივი პეიზაჟის ნაწილი ხდება. მტვერი დასახლების მცხოვრებთა მანქანებში, სახლებსა და ფილტვებში აღწევს.
ამ დასახლებაში, მალე უწინდელზე უფრო მეტი მტვერი იქნება, რადგან ვალერიანოვსკის მახლობლად მადნის გადამუშავების ნარჩენების – შლამის ახალ საცავს აშენებენ. საცავის შენების შემდეგ ირგვლივ ტყე და ბუნება განადგურდება.