უჭირთ ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა, წერა, არ იციან ქართული, ვერ აყალიბებენ აზრს – ნათქვამია “გაეროს ბავშვთა ფონდი” (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევაში.
მიზნობრივი კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარა. ჯამში მონაწილეობა თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში მცხოვრებმა 18–20 წლის ასაკის 155 სტუდენტმა მიიღო.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული ახალგაზრდების ნაწილს უჭირს აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკულად აზროვნება, ხოლო ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერი დამატებითი სირთულეა აკადემიური ჩართულობისთვის.
მკვლევრები მიუთითებენ, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ ერკვევა STEM-ის სფეროში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) და ხშირად ვერ ხედავს პრაქტიკულ კავშირს სკოლის პროგრამასა და რეალურ ცხოვრებას შორის.
კვლევა სრულად: დააჭირეთ აქ