ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია, – სგდ

January 15, 2024

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ფარავნის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

“მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყით, რომ უამინდობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები ორი დღის განმავლობაში იყო დაწესებული.