ფემიციდის შემთხვევა გარდაბანში

May 17, 2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძმამ და მოკლა, – პირი უკვე დაკავებულია. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თავის დას ჯერ მანქანით დაეჯახა, ხოლო შემდგომ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გარდაბანში ქალს ოჯახის წევრმა მანქანა დაარტყა, პირი ადგილზე გარდაიცვალა – შსს

საქართველოს პროკურატურას 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს, მათ შორის ოჯახური ნიშნით – 92. ამავე წყაროს ცნობით ზემოთხსენებულ პერიოდში დააფიქსირეს 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. ხოლო, სახალხო დამცველის ანგარიშს მიხევდით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. 

შსს-ს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ქვემო-ქართლში, მხოლოდ 2024 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის 313 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში საქართველოს მასშტაბით, ოჯახში სხვადასხვა სახის ძალადობის 2 700-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ფოტო: www.lavalsusa.it