ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სოციალურ ქსელში, კერძოდ ინსტაგრამზე რუსულენოვანი სახელწოდების მქონე ანგარიში “ФОРТ БОЯРД в Грузии АХАЛЦИХЕ” ასევე რუსულენოვან მოგზაურებს ახალციხეში რაბათის ციხეზე “ფორტ ბოიარდის” მსგავს აქტივობებში ჩასართავად ეპატიჟება.
სოც ქსელის პოსტების მიხედვით, ორგანიზებულია ტრანსპორტირება აეროპორტიდანაც, სუფრა და ფოტო–ვიდეო გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოსტი რუსულ ენაზეა, ვკითხულობთ, რომ თამაშები ქართულ და ინგლისურ ენებზეც შესაძლებელია.
ამავე ანგარიშის კიდევ ერთ პოსტში ვკითხულობთ, რომ ისტორიულ ციხეზე თამაშის ზუსტ დროს ორგანიზატორები შეათანხმებენ ციხის ადმინისტრაციასთან.
“ჩვენ დავუკავშირდით ახალციხის (რაბათის) ციხის ადმინისტრაციასაც და ტერიტორია სრულად დაიხურება დამთვალიერებლებისთვის.”
ჩვენ ახალციხის ციხის დირექტორს, გიორგი ნათენაძეს დავუკავშირდით. იგი უარყოფს მსგავსი ღონისძიების ჩატარების გეგმას და ამბობს, რომ სოც. ქსელში გავრცელებული კადრები 2013-14 წლებში, ჩატარებულ თამაშს ასახავს.
“იყო მოლაპარაკებები მსგავსის ქართულ კომპანიასთან და არც ეგ ვიცი რამდენად განახორციელებს, მაგრამ ამ რუსულ პროექტთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვაქვს, არც დაგვკავშირებიან,” -გვეუბნება ნათენაძე.
ჩვენ ასევე ვეცადეთ დაგვერეკა პოსტებში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, თუმცა ზარებზე არ გვიპასუხეს.
თავდაპირველი ინფორმაცია ლუკა მაზმიშვილი-მა გაავრცელა