ფოტინია, კანადური ნაძვი, ირმისრქა, – ადიგენის მერია 9 აპრილის მემორიალთან ხე-მცენარეების დარგვას აპირებს

April 29, 2025

ფოტინია, ოლიანდრა, კანადური ნაძვი, ირმისრქა, კამელია, – ადიგენის მერია , 9 აპრილს მემორიალის მიმდებარე ფერდობზე ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს, – ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა, შპს “მოდუს გარდენმა” მიიღო და სამუშაოებისთვის 38 000-მდე ლარი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.

მიმწოდებელს ევალება 11 სახეობის ხე-მცენარის დარგვა და მოვლა-პატრონობა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შემდეგი სახეობის ხე-მცენარეების ყიდვა:

  • ფოტინია;
  • ოლიანდრა;
  • ჯუჯა ფოტინია;
  • ღვია ბალახის ეფექტით;
  • ოქროსფერი ტუია;
  • სმარაგდა;
  • კანადური ნაძვი – ვერცხლისფერი;
  • კანადური ნაძვი – მწვანე; 
  • ირმისრქა;
  • კამელია;
  • ემონიუსი.