ქალაქ ახალქალაქის 961-ე წელთან დაკავშირებით, 10 სექტემბერს ღონისძიების გამართვა იგეგმება, – ინფორმაციას “ახალქალაქის მერია” ავრცელებს, თუმცა უწყებაში არ გვეუბნებიან, თუ რა უჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს ღონისძიება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მოგვიწოდებენ.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება და შემდეგი ღონისძიებების გამართვა იგეგმება.
15:00 საათი
- ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
- ადგილობრივი კერძების მასტერკლასი, დეგუსტაცია;
- ეთნოგრაფიული კუთხე;
- სპორტული შეჯიბრებები;
- ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ოჩო ფეხები;
საბავშვო სივრცეები: თოჯინების თეატრი, გიგანტური ბოულინგი, მხიარული სტარტები, გიფერი, სამხატვრო კუთხე, თავბურთი, სათამაშო სტენდი „შეაგდე ბურთი“ , ცეკვის თამაშები (Just Dance). სახის მოხატვა;
16:00 – 17:00 საათი – ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ოჩო ფეხები, ილუზიონისტის შოუ, ცირკი ცხოველების მონაწილეობით;
17:00 – 18:30 საათი – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;
18:30 საათი – ცეცხლოვანი შოუ;
19:00 –20:00 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი –“გუფი ლენდი”
ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.