ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
ასე გამოიყურება ქალაქ წალკაში შიდა გზები. Ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი გზის საფარი ათეული წელია,მოუგვარებელი პრობლემაა. ქალაქის უმეტეს ნაწილში ასფალტობეტონის საფარი მოწყობილი არ არის. წვიმის დროს ქუჩებში წყალი გროვდება და ტალახდება.
Დავინტერესდით თუ, როდის აპირებს მერია ქალაქ წალკაში გზების პრობლემის მოგვარებას. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში გვითხრეს, რომ ქალაქის ქუჩებში ასფალტობეტონის მოწყობა ფინანსების უქონლობის გამო ვერ ხერხდება. თანხა მხოლოდ მოხრეშისთვისაა გათვალისწინებული, რისთვისაც უწყებამ პროექტირება დაიწყო და დაახლოებით, ორ თვეში სამუშაოები დაიწყება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტშიც არის საუბარი. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ვკითხულობთ, “ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის გზები, რომლებსაც წლებია , არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი, ასევე არ მომხდარა მათი შეკეთება.” ამ მიმართულებით, წალკის ბიუჯეტში მილიონ 570 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით მილიონ 357 700 ლარით მეტია. ამ მიმართულებით, 2022 წელს 212 300 ლარი იყო გამოყოფილი.