ქალები პარტიულ სიებში – როგორ აისახა გენდერული კვოტების გაუქმება სიებზე

October 16, 2024

2024 წლის 4 აპრილს, პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა. გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 7 პოლიტიკური პარტიის და კოალიციის ოცეულში, ჯამში 33 ქალი დეპუტატობის კანდიდატია წარდგენილი, ზოგან 20-ში 9 პირია, ზოგან კი – არცერთი. 

____________

ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რამდენი ქალი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავთ პოლიტიკურ პარტიებს შეყვანილი პირველ ოცეულში და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა. 

  • კოალიცია ცვლილებისთვის ( ახალი, დროა, გირჩი) პოლიტიკური სიის პირველ ოცეულში 8 ქალია, ხოლო სიის პირველ ნომრად, საჯარო მოხელე ნანა მალაშხია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციიდან გახდა.
  •  კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ( ლელო, თავისუფლების მოედანი, ალეკო ელისაშვილის და ანა დოლიძის პარტია ) პარტიული სიის  ოცეულში 9 ქალი დეპუტატობის კანდიდატია წარდგენილი.
  • “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ოცეულში 6 ქალია
  • 6 ქალია “გახარია საქართველოსთვის” პარტიული სიის ოცეულშიც. 
  • რაც შეეხება “საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” – შალვა ნათელაშვილმა 10 დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა, მათგან არცერთია ქალი. 
  • მხოლოდ ერთი და ისიც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილია პარტიის სიის ოცეულში. ინაშვილი სიის პირველი ნომერია. 
  • 25 კანდიდატიდან 3 ქალი ჰყავს წარდგენილი “გირჩს” – ეს სწორედ ის პარტიაა, რომლის ინიციატივითაც გააუქმეს კვოტები. 

როგორ აფასებენ სპეციალისტები კანდიდატების გენდერულ გადანაწილებას და რა შეიცვალა გენდერული კვოტების გაუქმების შემდეგ ? – გვესაუბრება “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი გიორგი ტალახაძე. 

მისი თქმით, კვოტების გაუქმების შემდეგ ქალების წარმომადგენლობა პარტიულ სიებში საგრძნობლად შემცირდა, განსაკუთრებით გენდერული დისბალანსია “ქართული ოცნების” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სიებში. 

როდის და რატომ გაუქმდა გენდერული კვოტები

გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატორი, ოპოზიციური პარტია “გირჩი” იყო, მან პარლამენტში ინიციატივა 1 პირველ აპრილს შეიტანა. საუბარი ეხებოდა საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებდა მათ პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. 

პარტიის ინიციატივას მხარი “ქართულმა ოცნებამ” დაუჭირა და 4 აპრილს, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენაზე, გენდერული კვოტები გაუქმდა.  აღნიშნულის მომხრე – 85 ხოლო წინააღმდეგი – 22 დეპუტატი იყო. 

აქვე გეტყვით, რომ საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერ გაიმართება. თუ ჯერ კიდევ არ იცით რომელ საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადდეთ ხმის მისაცემად, გადასამოწმებლად ეწვიეთ ბმულს: როგორ გადავამოწმოთ ჩვენი თავი და როგორ ამოვწეროთ ე.წ “ჩაწერილები” ჩვენი მისამართიდან

არჩევნები პროპორციული სისტემით მაჟორიტარების გარეშე – რა იცვლება ამომრჩევლებისთვის? – ამის გასაგებად ეწვიეთ ბმულს: არჩევნები მაჟორიტარების  გარეშე – ვის ვირჩევთ

ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით.

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889