ახალციხის საკრებულო, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაუქმებას აპირებს, – დეპუტატები საბჭოს გაუქმებაზე მსჯელობას მიმდინარე თვის სხდომაზე გეგმაზე, – ინფორმაციას გვიდასტურებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე.
ჩვენმა რედაქციამ საკრებულოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც საუბარია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024-26 წლების სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის გაუქმების შემდეგ საკრებულო გეგმავს “ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს” შექმნას.
დავით ლომიძის თქმით, გენდერული საბჭოს გაუქმება დაკავშირებულია საკანონმდებლო ცვლილებებთან, რის მიხედვითაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა, კანონებიდან, განკარგულებებიდან და სხვა ყველა ოფიციალური დოკუმენტიდან სიტყვა “გენდერი” ამოიღო.