“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქართული ოცნების წევრების და თანამდებობის პირების იმ ქონებას აქვეყნებს, რომლებიც ზემოხსენებულებს ევროპის ქვეყნებში აქვთ.
სიაში ჯამში 17 პირი მოხვდა, მათ შორისაა სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის დეპუტატი სამცხე-ჯავახეთიდან, ანტონ ობოლაშვილი, რომელიც, საჯარო რეესტრის მიხედვით, პარიზში, 130 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს, რომელიც 2014 წელს, 1 165 030 ევროდ შეიძინეს და 2019 წელს ნაყიდ ავტოფარეხს, რომელიც “ოცნების” დეპუტატს 58 000 ევრო დაუჯდა.
1 ბინა პარიზში, 2 დუბაიში… მილიონერი სამცხის დეპუტატის და მისი ოჯახის ქონება
გარდა პარიზისა, ანტონ ობოლაშვილი, უძრავ ქონებას ფლობს დუბაიშიც. კერძოდ კი მის სახელზე 2013 და 2015 წელს, ორი აპარტამენტია რეგისტრირებული. ობოლაშვილი უძრავ ქონებას და მისი გაქირავებით მიღებულ თანხას დეკლარაციაში მანამ არ უთითებდა, სანამ 2023 წელს, “სტუდია მონიტორმა” “ოცნების” დეპუტატის უძრავი ქონების შესახებ საგამოძიებო მასალა არ მოამზადა.
მაშინ, ობოლაშვილმა გვითხრა, რომ შემოსავლის და უძრავი ქონების ასახვა დეკლარაციაში იურისტს გამორჩა.
ანტონ ობოლაშვილის ქონება დუბაიში და პარიზში, დეკლარაციის მიღმა – სტუდია მონიტორი
არასამთავრობო ორგანიზაციის მასალაში მოხვდა პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, ირაკლი რუხაძე და ა.შ.
მასალა იხილეთ: ( დააჭირეთ აქ )