სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ქართული ოცნებიდან” ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას საჯარო მოხელეები, ადიგენის რესურსცენტრის დირექტორი და სკოლის წარმომადგენლები ესწრებიან – ამის შესახებ ინფორმაცია TOK TV-ს თავად ობოლაშვილმა დაუდასტურა და დაამატა , რომ “არასამუშაო დღეებში დასწრების უფლება აქვთ.”
“უფლება აქვთ არასამუშაო დღეებში და არა სამუშაო საათებში დაესწრონ ყველა ჩემს შეხვედრას. ისინი სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები არიან და ვერ დაუშლი. მე სანამ შეხვედრას ვიწყებ ყოველთვის ვეკითხები და ვთხოვ რომ მასწავლებლებმა და საჯარო მოხელეებმა დატოვონ შეხვედრა. მე ყველას ვერ ვცნობ სახით,” – გვითხრა ობოლაშვილმა.
კვირას ანტონ ობოლაშვილის შეხვედრას ესწრებოდა ადიგენის რესურსცენტრის დირექტორი, ინგა ბოჭორიშვილი. მან ჩვენთან საუბარში თქვა, რომ არასამუშაო დღე იყო და უფლება ჰქონდა შეხვედრას დასწრებოდა.
“კვირას ვესწრებოდი, მეკრძალება თუ რაშია საქმე. ობოლაშვილი ჩემი ახლობელია და ვიცნობ ძალიან კარგად და არ შეიძლება შევხვდე? საჯარო მოხელე რომ ვარ მერე კვირას რომ გავიარო ადიგენის ცენტრში რა მოხდა,” – გვითხრა ბოჭრიშვილმა.
ჩვენ “სამართლიანი არჩევნების” რეგიონულ ხელმძღვანელს , ნინო ბიბილეიშვილს დავუკავშირდით. “არასამუშაო საათებში უფლება აქვთ დაესწრონ შეხვედრებს, მართალია რისკები იკვეთება თუმცა კანონი არ კრძალავს. სამუშაო საათებში მათ არ აქვთ უფლება დაესწრონ შეხვედრებს.”
ავტორები: მიშო დარბაიძე ; ინგა ირიციანი — 577681889