ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, სამველ მანუკიანია. როგორც იგი TOK TV-სთან ინტერვიუში ამბობს, პარტიიდან შეთავაზება კანდიდატობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე კონსულტაცია ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის შესახებ და მეც დავთანხმდი. ყველანაირი გზით ვეცდები დავიცვა ჩვენი რეგიონის ინტერესები. წინასწარ განსაზღვრული გეგმები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძველი, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ გამარჯვების შემთხვევაში” – ამბობს მანუკიანი.
მანუკიანი პარლამენტში 2016 წლიდან შევიდა, მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში ოთხწლიანი მოღვაწეობისა დეპუტატობის კანდიდატი სახელმწიფო ენას არ ფლობს და გვეუბნება, რომ ენის არ ცოდნა ხელს შეუშლის მოსახლეობის პრობლემები პარლამენტში წარადგინოს.
„ქათულ ენას არ ვფლობ. ენის არ ცოდნა, რა თქმა უნდა, ხელს შემიშლის იმაში, რომ მოსახლეობის სათქმელი მივიტანო პარლამენტში და მაგიტომაც ვსწავლობ. გასული 4 წლის განმავლობაში მე შევამჩნიე, რომ მოსახლეობასთან ჩემი კავშირი გაზრდილია.“
სამველ მანუკიანი პარტია “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ნინოწმინდა-ახალქალაქში, 20 ივლისს დაასახელა.
ავტორები: სედა სარქისიანი; მიშო დარბაიძე