“ქუჩის მუსიკოსები”, ანსამბლი “ფორტე”, თიკა ჯამბურია და ირინა ბაირამაშვილი – ეს მომღერლები იმღერებენ ახალქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე, – ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას სადავო ლეგიტიმაციის ადმინისტრაცია აორგანიზებს, “ქართული ოცნების” მთავრობამ 26 მაისის ღონისძიების სამოქმედო გეგმა აპრილის თვეში დაამტკიცა, სადაც ბიუჯეტი მითითებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, სკების სივრცე, საბავშვო სივრცე და სხვა აქტივობები.
ასევე, დაგეგმილია კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების და ზემოხსენებული მომღერლების მონაწილეობით.
რა თანხა დაიხარჯება მომღერლებისთვის და ღონისძიებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან? – “ქართული ოცნების” მთავრობაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ამავე თემაზე:
ვინ იმღერებს და რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს ახალციხეში
26 000-ზე მეტი ლარი ლინდა ადამიანს და 1/4-ს ადიგენში კონცერტისთვის