პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს დილით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ ბაზაში თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.
პაპუაშვილის თქმით ,,ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად ე.წ.დეპოლარიზაციაში რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. “
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პაპუაშვილის მიერ დაანონსებულ მონაცემთა ბაზის შექმნას აფასებს და მიიჩნევს რომ ეს იქნება ღირსებაშემლახვი და უსამართლო. დღეს კი- განსხვავებული აზრების მქონე ადამიანების დევნა მიმდინარეობს.
თოლორაია ასევე გამოეხმაურა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, პერსონალური ინფორმაციის გაცემას და მიიჩნია რომ ეს რომ ამგვარ ქმედება, ხელისუფლების მხრიდან მართული დამაშინებელი კამპანიაა.
შეგახსენებთ, 7 მაისს ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს, მათ ვინც ე.წ. ,,რუსულ კანონს “ აპროტესტებს და ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, ურეკავდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და აგინებდნენ.