ვარდები, მიხაკები, ყვავილების გვირგვინები, – 8 მარტისთვის, 9 აპრილისთვის, “ჯივანობისთვის” – ახალქალაქის მერია, სხვადასხვა სახის ყვავილებს, თაიგულებს და გვირგვინებს 6 000 ლარად ყიდულობს.
გამარტივებული ხელშეკრულება ახალქალაქის მერიამ, ი/მ იანა სრმიკიანთან, 25 თებერვალს გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალური ორგანო, 8 მარტისთვის, 95 ცალ შერეული ყვავილების კალათს ყიდულობს, ჯამში თითქმის 3 000 ლარის ღირებულების. ხოლო, წლის განმავლობაში სხვადასხვა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თითქმის 1 000 ლარად, 243 ცალი ვარდის ყიდვას აპირებს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 9 და 24 აპრილის, ჯივანობის, 9 მაისის, 8 აგვისტოს და 7 დეკემბრის ღონისძიებებისთვის, იგეგმება 1 045 ცალი მიხაკის ყიდვა, ჯამში 1 100 ლარის ღირებულების.
მუნიციპალიტეტის მერია, ინდ მეწარმისგან 7 ცალი გვირგვინის ყიდვასაც აპირებს, რომლისთვისაც 1 125 ლარია გათვალისწინებული.
