საქართველში ინდური შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით მაჩვენებელი 18 უდრის.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცლებასთან ერთად დაავადებათა კონტროლში ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებასა და კონტროლზე დაიწყეს საუბარი.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან.
ასევე, მისი თქმით, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტი უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.
ერთ-ერთი სტუდენტი, თამარ გორგაძე ამირან გამყრელიძის განცხადებაში იძულებითი ვაქცინაციის ნიშნებს ხედავს .
მისივე თქმით, საინტერესოა რამდენად საკმარისი იქნება ვაქცინა ქვეყანაში ყველა სტუდენტის და მასწავლებლისთვის.