ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში, “ყირიმ-კონგოს” ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევაა, ხოლო რეგიონში – მეოთხე, – ინფორმაციას ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ.
მათივე თქმით, პირი სიმპტომების გამოვლენისთანავე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მივიდა და ადგილობრივ კლინიკისთვის არ მიუკითხავს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გითხრეს, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექვემდებარება მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ასპინძის მუნიციპალიტეტში “ყირიმ-კონგოს” ცხელების სამი შემთხვევა გამოვლინდა.
რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთვევაში, თუ ცხელების გამავრცელებელმა მწერმა, ტკიპამ გვიკბინა, მოვუსმინოთ, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს, ქეთევან ჯინჭველაძეს.
ახალციხეში ცხელების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა
ასევე ნახეთ: ასპინძის მუნიციპალიტეტში «ყირიმ-კონგოს» ცხელების შემთხვევები დადასტურდა