ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალურ დირექტორად. იგი აღნიშნულ პოზიციაზე გუშინ დაინიშნა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. ინფორმაციას ბორჯომის ჩამომსხმელი წყლის კომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება ახალ დირექტორს, ივანე მაჭავარიანი 2018-2021 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2021 წელს ასევე იკავებდა ვიცე–პრემიერის თანამდებობასაც. მაჭავარიანი ასევე 21 წლის განმავლობაში კომპანია ჯეოსელში სხვადასხვა პოზიციაზე იყო დასაქმებული.
მაჭავარიანმა 2018 წელს 1 525 ლარი შესწირა პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.