ავტორი:სოფიკო ქარცივაძე
ქალაქ წალკასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: კოხტაში, ხარაბაში და ჩრდილის უბანში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეიზღუდა.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში» გვითხრეს, მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები, რის გამოც დენის მიწოდება ქალაქის გარკვეულ ნაწილსა და სოფლებში შეიზღუდა.
მათივე ცნობით, ელექტრო ენერგიის მიწოდება 17:00 საათზე აღდგება.