ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
კლინიკა “იმედიდან” გადაყვანილი ახალგაზრდა მედდას მდგომარეობა კრიტიკულია. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა, როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს ამ დროისთვის მკურნალობას დადებითი შედეგი არ გამოუღია და შესაძლებელია გული გაუჩერდეს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით პაციენტის ოჯახის ახლობელს, მისი თქმით მდგომარეობა მძიმეა და გაუმჯობესება არ იგრძნობა.
“მდგომარეობა მძიმეა, არ გაუმჯობესებულა, მეტი ინფორმაცია არ მაქვს.”
კლინიკა “იმედის” დირექტორის, გიორგი ბარძიმაძის თქმით, მედდას პირველადი დახმარება მალევე ჩაუტარდა და არ დაგვიანებულა.
„ექთანი მეგი ბაქრაძე მეათე იყო, ვინც გუშინ აიცრა. დანარჩენი ცხრა თავს კარგად გრძნობს, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. როგორც კი ექთანმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მედ-პერსონალი მაშინვე ჩაერთო, ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. პირველადი დახმარების დაგვიანება არ მომხდარა,“ – ამბობს ბარძიმაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 27 წლის მედიკოსი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მოგვიანებით მან გონება დაკარგა, თუმცა კავშირი ვაქციანაციასა და მომხდარს შორის ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
ამავე თემააზე: «წინასწარ გამოკვლევები ჩატარებული ჰქონდა» — კლინიკა “იმედის” მენეჯერი