“შეუძლებელია, ბოთლში რაიმე უცხო სხეული მოხვდეს,” – “ჩუდოს” დირექტორი, იოგურტში სავარაუდოდ თაგვის აღმოჩენის შესახებ 

June 3, 2025

10 დღეზე მეტია გასული რაც სურსათის ეროვნული სააგენტო არკვევს იყო თუ არა ნამდვილად “ჩუდოს” იოგურტში თაგვი, თუმცა მედიისთვის პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

უწყებას ჩვენ დღესაც დავუკავშირდით, თუმცა აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოკვლევის შედეგებს მიიღებს მომხმარებელი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყეს მოკვლევა. 

კომპანია, რომელიც ამ იოგურტს ასხამს 12 დღის განმავლობაში სოც ქსელის მეშვეობით გვეკონტაქტებოდა, დღეს ჩვენ მის დირექტორთან პირისპირ კომუნიკაცია შევძელით. ის ამბობს რომ “იოგურტ” ჩუდოს” ჩამოსხმისას, პროდუქცია ისეთ პროცედურებს გადის, რომ შეუძლებელია, როგორც მასაში ასევე, ბოთლში რაიმე უცხო სხეული მოხვდეს.”

23 მაისს, ოზურგეთში მცხოვრებმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტო, სადაც ამბობდა, რომ “ჩუდოს” იოგურტში თაგვი აღმოაჩინა. იყო თუ არა თაგვი “ჩუდოს” იოგურტში? – იოგურტის მწარმოებელი კომპანია ჩვენს კითხვებს არ პასუხობს

დირექტორი უარყოფს იოგურტში რაიმე უცხო სხეულის მოხვედრას და ამბობს, ყველა საწარმოო ხაზს აქვს ფილტრები, სადაც შეუძლებელია განსაზღვრულზე დიდი უცხო სხეული გაეტიოს.

„არის რამდენიმე დონიანი კონტროლის მექანიზმი, ამასთან, წარმოების პროცესი როცა იწყება ყველა საწარმოო ხაზს აქვს თავისი ფილტრები და შეუძლებელია ფილტრები გავიდეს იმაზე მეტი მოცულობის ნივთი ან უცხო სხეული ვიდრე განსაზღვრულია,“ 

კითხვაზე არის თუა რა ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა თაგვი არა იოგურტის მასაში, არამედ ბოთლში მოხვედრილიყო? – დირექტორი, ამასაც უარყოფს.

„სანამ პროდუქცია შევა წარმოების ხაზში მოწმდება სათითაოდ ყველა დეტალი, მათ შორის ბოთლებიც არის X-ray აპარატი, რომელიც დასრულებისას ასკანერებს პროდუქციას მეტალზე და სხვა უცხო სხეულზე.„

ჩვენ დირექტორს ასევ ვკითხეთ, თვლიან თუ არა, რომ მომხმარებელი იტყუება? – „არაფერს არ ვფიქრობ, მე ვამბობ, რომ განცხადების საფუძველზე გამოიკვლიეს და ვაცხადებთ, რომ შეუძლებელია, რომ უცხო სხეული პროდუქციაში მოხვედრილიყო.“