“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, სამველ პერტოსიანის ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 26 მარტს მომხდარი დაპირისპირება ქართული ოცნების დეპუტატის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართულებით აშკარა თავდასხმა იყო.
ასევე იგი ამბობს, რომ ვიდეოში, რომელიც მას გაეგზავნა, როგორც საგამოძიებო მასალა, ჩანს, რომ ორი იარაღიდან გაისროლეს. ვიდეოში კიდევ ჩანს შეიარაღებული პირები, რომლებიც “მკოიანის მხარდამჭერები არიან”.
„იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გადმოგვეცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აშკარა თავდასხმა. ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მინიმუმ 12 ადამიანია შეკრებილი ყველანაირი ნორმის დაცვის გარეშე. ასევე, მოძრაობს რამდენიმე მანქანა. ისინი მკოიანის გარემოცვისაა. პეტროსიანი ისვრის ჰაერში და ამას ისიც ამტკიცებს, რომ მკოიანის მხარეს ნატყვიარი არაფერს არ ეტყობა, ხოლო პეტრონიასნის მხარეს, მანქანაც და კაფის ფასადიც დაზიანებულია ტყვიით,”– ამბობს პეტროსიანის ადვოკატი.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ნინოწმინდა ახალქალაქის დეპუტატს, ენზელ მკოიანს დავუკავშირდით, იგი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ პირველი სროლა პეტროსიანმა განახორციელა.
“სამველ პეტროსიანის ადვოკატს შეუძლია იმის თქმაც, კენედიც რომ მე მოვკალი. არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს , რომ პირველი სამი გასროლა პეტროსიანის მხრიდან მოხდა,”– ჩვენთან საუბრისას განმარტავს მკოიანი.
სამველ პერტოსიანი და მკოიანის 19 წლის ძმის შვილი თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფებიან. წინასასამართლო სხდომა 13 მაისს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს ენზელ მკოიანის მხარდამჭერებსა და მამა-შვილ პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მკოიანი და პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
30 მარტს კი პეტროსიანს და 19 წლის ახალგაზრდა ბიჭს 4-7 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.
შსს-ში ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორები: მიშო დარბაიძე , სედა სარქისიანი