აბასთუმანში, შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მომხდარი მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამის მიუხედავად მკვლელობაში ბრალდებული ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ და დამატებით კითხვებზე შაბლონურ პასუხს გვცემენ: “მიმდინარეობს გამოძიება.”
შსს არა, მაგრამ ახალ დეტალებზე საუბრობს გარდაცვლილი მამაკაცის პარტნიორი, ლეა დედიაშვილი. იგი TOK TV-სათან განმარტავს, რომ მკვლელობის დღეს გარდაცვლის და თანამშრომლებს არა 1 არამედ შვიდ კაციანი პირთა ჯგუფი დაესხა თავს.
დედაიშვილის თქმით, გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს.
“შვიდ კაციანი ჯგუფი იყო, მათგან 5 ისროდა. იდენტიფიცირებულიც არ ყავთ… ცოტა ხანიც დაველოდები და შემდგომ რაღაც ზომებს უნდა მივმართო, კონკრეტულად რა ზომებს ჯერ არ ვიცი,” – გვითხრა დედიაშვილმა.
აბასთუმანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს აბასთუმანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია 1 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.