ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
შსს ცესკოსთან მისული მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა ამის შესახებ პოლიციას წინასწარ არ უცნობებია.
ადგილზე იმყოფება TOK TV-ს ჟურნალისტი, რომელმაც განაცხადა, რომ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.
აღნიშნულის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მომიტინგეები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ და პოლიციას არ ემორჩილებოდნენ.
“დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.” – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები, ისინი ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა («პატრიოტთა ალიანსის» გარდა) პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ მსვლელობა ცესკოს შენობამდე დაიწყეს.
ისინი ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.