ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დღეს თბილისში დაანონსებული “სოლიდარობის მარში” გადაიდო. მიზეზი მშვიდობიანი მსვლელობის საპირწონედ დილიდან დაწყებული ძალადობრივი აქციაა, რომლის დროსაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა. მედიისთვის მუშაობის ხელისშეშლასთან ერთად, კონტრაქციის წარმომდგენლებმა დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, მოარღვიეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები. აქციაზე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებებიც.
ვიდრე რუსთაველზე მოვლენები დრამატულ ხასიათს შეიძენდა, დილითვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა რომელშიც აღნიშნა, რომ პროცესებს მიღმა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს ხედავს.
რა სისტემური ნაკლოვანებები აჩვენა დღევანდელმა პროცესებმა? კითხვაზე ახალგაზრდა იურისტი ასოციაციის დირექტორი, ნიკა სიმონიშვილი გვპასუხობს.