“შუამთობა” ფერსათზე – ღონისძიებისთვის 4 200 ლარის დახარჯვა იგეგმება

July 10, 2025

ადიგენის მერია, “შუამთობის” ღონისძიების ორგანიზებისთვის 4 200 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიება 26 ივლისს, ფერსათის მთაზე გაიმართება. 

“შუამთობა” ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც ადიგენში, ფერსათის მთაზე ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაზე იმართება სპორტული შეჯიბრებები (ჭიდაობა, მკლავჭიდი, მძლეოსნობა) და დოღი.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ინდ მეწარმემ, გიგა კაპანაძემ მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი. 

ფოტო: ადიგენის მერია (არქივი)