“ჩემი ნათესავი იყო კანდიდატი, ჩემი ოჯახის წევრი არის, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის “ქართული ოცნება” და ჩავედი საგულშემატკივროდ. არასამუშაო დღეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,” – გვპასუხობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი კითხვაზე თუ რა მიზნით იმყოფებოდა იგი შაბათს, ბათუმში საარჩევნო უბანზე.
ბათუმში 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ჩვენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავაფიქსირეთ. ჩვენ საბა კბილაშვილს მაშინვე დავუკავშირდით, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბათუმში საარჩევნო უბანზე იმყოფება