სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი განიხილება – ამის შესახებ TOK TV-ს თავად ჩილინგარაშვილმა უთხრა.
„ჩემი კანდიდატურა განიხილება დეპუტატობის კანდიდატად. ჩემს გარდა სხვა კანდიდატი არ განიხილება. ოფიციალურად ალბათ 5-6 დღეში წარმადგენენ,“ – გვითხრა ჩილინგარაშვილმა.
მისი თქმით, პარტიას წინასაარჩევნო პამპანია დაწყებული აქვს და წარდგენის შემდეგ თვითონაც დაიწყებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ჩილინგარაშვილი VIII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2012-16 წლებში პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. 2008-11 წლებში იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
მან 2013-15 წლებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 9 000 ლარი შესწირა. (2015 – 4 000₾; 2013 – 5 000₾)
ასევე, ჩილინგარაშვილი 1996 წელს დარეგისტრირებული კომპანია შ.პ.ს „იმპერიას“ პარტნიორი იყო. კომპანიას სულ 43 გამარტივებული შესყიდვა აქვს განხორციელებული, რომელთაგან სულ 36 116.13 ლარი მიიღო.
ჩილინგარაშვილი გვეუბნება, რომ 2006 წლიდან მას შეხება აღარ ქონია კომპანიასთან და 2012 წელს კი წილი სრულიად გადასცა საკუთარ სიმამრს.
„2006 წლიდან კომპანიაში არ მივსულვარ საერთოდ და 2012 წელს სიმამრს გადავეცი მთლიანი წილი. მას შემდეგ რა ხდება კომპანიაში ამის შესახებ არაფერი ვიცი. პარლამენტის წევრი ვიყავი და არც მქონდა უფლება რაიმე სახის ბიზნესი მქონოდა,“ – გვითხრა ჩილინგარაშვილმა.
პარტია “ევროპულმა საქართველომ” ჯავახეთში კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა. ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის არსენ კარაპეტიანი იბრძოლებს.
რაც შეეხება სამცხეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, აქ ოფიციალურად ენმ – მ(ვაჟა ჩიტაშვილი) , მმართველმა პარტიამ (ანტონ ობოლაშვილი) და “თავისუფალმა საქართველომ” (გოდერძი კუბლაშვილი) წარადგინა.
ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889