ჩორჩანის შესასვლელში არსებული შენობის ფასადის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა იგეგმება – ტენდერი

June 27, 2025

ადიგენის სოფელ ჩორჩანის შესასვლელში (ბალახაშვილის N1) არსებული ორ სართულიანი შენობის ფასადის რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 40 000 ლარამდეა გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ორ სართულიანი საცხოვრებელი შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ხოლო მის წინ სკვერის მოწყობა. 

წინადადებების მიღება 1-4 ივლისს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა.