ცვლილება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე

May 6, 2025

ბესიკ ამირანაშვილი ჩაანაცვლა, ზაალ გელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

“რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი, ამ დრომდე “ბაკურიანის განვითარების სააგენტოში”, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე დაახლოებით 2 წელი მუშაობდა. აღნიშნულს გვიდასტურებს ბორჯომის მერი, ოთარ არბოლაშვილი და “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი” ეკა ორჯონიკიძე გვიდასტურებს. 

ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ აწ უკვე ყოფილ გუბერნატორს, ბესიკ ამირანაშვილს დავუკავშირდით, თუმც ამან გვითხრა რომ “გზაში იყო, ტელეფონი არ იჭერდა” და გაგვითიშა. 

ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად 2018 წლის 20 აგვისტოს დანიშნეს.