ახალციხეში კულტურული ობიექტების რუკის შედგენის მიზნით ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსების ბიუჯეტში ასახვას მხარი დაუჭირეს
კიდევ რა ცვლილებები შევიდა ახალციხის ბიუჯეტში – გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან
ცვლილებები ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში, – ახალციხეში კულტურული ობიექტების რუკის შედგენის მიზნით ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსების ბიუჯეტში ასახვას მხარი დაუჭირეს, – გადაწყვეტილება დღეს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, გრანტის პირველ ეტაპზე იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ობიექტების აღნუსხვა და რუკაზე დატანა. პროექტი სამ ეტაპიანია, მეორე ეტაპზე თანხა 8 000 ევროს შეადგენს, ხოლო მესამე ეტაპზე გათვალისწინებულია 50 000 ევრო.
იმ შემთხვევაში, თუ ორ ეტაპს განახორციელებენ გეგმავენ მესამე ეტაპზე ვალის კულტურის შენობის რეაბილიტაციას.
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გელა ლომიძეს თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 610 000 ლარით გაიზარდა.
გარდა ამისა, საკრებულოს ხდომაზე ცნობილი გახდა შემდეგი ცვლილებები:
- 2 400 ლარით გაიზარდა ახალციხის სამუსიკო სკოლის სუბსიდირება;
- 115 000 ლარით გაიზარდა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სუბსიდირებაც;
- 210 000 ლარი გამოიყო დამატებით, გარე განათების მოწყობისთვის,
- ხოლო 60 000 ლარით გაიზარდა ახალციხის ა(ა)იპ სერვის ჯგუფის დაფინანსება.
საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებმა 54 მილიონამდე ლარი შეადგინა, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები 45 მილიონ ნახევრამდეა ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები 10 მილიონამდე.