ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირმა სიდედრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
დაჭრილი ქალი ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ( ქალის მდგომარეობა, რომელსაც 16-მდე ჭრილობა მიაყენეს, სტაბილურია )
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.