ძველი პურის საცხობიდან თანამედროვე საცხობი ტექნიკით აღჭურვილ პურფუნთუშეულის და საკონდიტრო საცხობამდე. ისტორია ეს 25 წლის მარია სარქისიანის შეესახებ, რომელიც 27 წლიან საოჯახო ბიზნესს, 4 წელია სათავეში უდგას.
ამავე თემაზე: ისტორია მეწარმე, ეკა ბახტურიძის შესახებ
ტექსტი:
ეს 25 წლის მარია სარქისიანია, რომელიც 27 წლიან საოჯახო ბიზნესს, 4 წელია სათავეში უდგას.
ეს გახლავთ ახალციხეში მდებარე საცხობი “მესხეთის ოჯახი”, სადაც ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ხდება რამდენიმე სახეობის პურის, ხაჭაპურების, ლობიანების და სხვა პროდუქციის ცხობა და რეალიზაცია.
მარია სარქსიაიანის ოჯახური ბიზნესის გაფართოებაში, საწარმოს სოფელ სხვილისიდან ახალციხეში გადმოტანაში და წარმოების განვითარებაში უდიდესი წვლილი ევროკავშირს მიუძღვის, რადგან 25 წლის მეწარმემ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 57 000 ლარიანი გრანტი მიიღო, მას თავისი 50 %-იანი მონაწილეობაც დაამატა და შეიძინა: საცხობი ღუმელი, ურიკა/ლითონის თარო; ცომის საჭრელი და დასაგუნდავებელი დანადგარები, საცერი, პურის დამჭრელ/შემფუთავი დანადგარი, გენერატორი, ლითონის საბრტყელებელი, კლიმატ კონტროლის აპარატი და 46 ცალი ლითონის ტაფა, რაც წარმოების გაზრდაში დაეხმარა.
თავდაპირველად სარქისიანების ოჯახი, პურს ახალციხის სოფელ სხვილისში აწარმოებდა, მას შემდეგ რაც საცხობი ახალციხეში გახსნეს გაიზარდა წარმოება, პურის გარდა დაიწყეს რამდენიმე სახეობის ხაჭაპურის, ლობიანის და სხვა ქართული თუ სომხური ტრადიციული ნაწარმის, ტორტების, ნამცხვრების და სხვა ტკბილეულის წარმოებაც.
გარდა ამისა, მარია სარქისიანი გვეუბნება, რომ თავდაპირველად თუ საცხობში 2 თანამშრომელი ჰყავდათ დასაქმებული, მას შემდეგ რაც ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, თანამშრომელთა რაოდენობა 15-მდე გაზარდეს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დასაქმების პრობლემის გამო, სამუშაოდ საზღვარგარეთ, სეზონურად დადიოდნენ.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო-ქართლში 33 მცირე და საშუალი ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2 600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი – 171 000 ლარი.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მესხური ფურნე ვიზიტორების გამასპინძლების და მასტერკლასების შესაძლებლობით, საკონდიტროები, პურის საცხობები, წისქვილი, სამკერვალოები, სილამაზის/ესთეტიკის ცენტრები და სხვა.