ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ბაგრატ კარაპეტოვი
ქალაქ წალკაში შენობების ფასადების მოპირკეთება/რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტის მერია 457 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები არისტოტელეს ქუჩაზე არსებული შენობების ნაწილის შეკეთებას მოიცავს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ აღნიშნულ ქუჩას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
სმაოშაოებისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
Წინადადებების მიღება 13 სექტემბრამდე იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
Ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ფასადების რეაბილიტაცია მნშვნელოვანია, თუმცა ასევე საჭიროა სახურავების, ტროტუარების და სკვერის მოწყობაც.