ავტორი: მირანდა ფუტკარაია
Წალკაში, ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები, დღეს მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდნენ და მათი შეფასებით, გამოძიებაში არსებული ხარვეზები გააცნეს. Სოფელ კიზილ-კილისაში მცხოვრები პაპერციანების ოჯახი ტანასოფლელებთან ერთად ახალგაზრდა კაცის გადარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.
“მათ მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე არის საკამარისი მტკიცებულებები გარკვეულ პირთა დასაკვებლად”- გვეუბნება წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი გარდაცვლილი ჰაიკაზუნ პაპერციანის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
გარდაცვლილის ოჯახი, თანასოფლელებთან ერთად ქალაქ წალკის ცენტრში შეიკრიბა და მათი შეფასებით, გაჭიანურებული გამოძიება გააპროტესტა. Მათ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია და გამოძიებამ დამნაშავე პირების ვინაობაც იცის.
Ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ მამაკაცის გვამი მთაში შემთხვევით იპოვეს და პირველადი ექსპერტიზით ის ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული, თუმცა როგორც გავარკვიეთ ჰაიკაზუნ პაპერციანის ოჯახის წევრებს სამხარაულის ბიურიოს ექსპერტზის დაკსვნა ჯერ არ აქვთ. ამ ეტპაზე ექპერტიზა ტანსაცმელს უტარდება.
ჰაიკაზუნ პაპერციანი წალკის სოფელ კიზილ-კილისაში მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაუჩინარდა. 34 წლის მამაკაცი ბოლოს სამძიმარზე იმყოფებოდა. მისი კვალი ამის შემდეგ გაქრა. გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში ოჯახის წევრებმა რაიონულ სამმართველოს და გამოძიება დაიწყო. Გარდაცვლილის ნათესავები პირად საუბარში მკვლელობის მოტივად ძარცვას ასახელებენ.
Ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით შსს მეორე დღეა კომენტარს არ აკეთებს. Უწყებას კომენტარი არც ივლისში გაუკეთებია, როდესაც საქმესთან დაკავშრებით დაკუთხული პირები წალკის სამმართველოს წინ შეიკრიბნენ და სამართალდამცავები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.