ავტორები: საიდა მამედოვი,ქეთევან ბოლქვაძე
წალკის მუნიციპალიტეტში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაზე საფასურის მატება იგეგმება. როგორც წალკის ავტოსადგურში განმარტავენ, მიზეზი საწვავის გაძვირებაა.
რაც შეეხება ტარიფებს, თუ აქამდე წალკიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური 10 ლარი იყო, ახლა ღირებულება 13 ლარი იქნება.
ავტოსადგურის დირექტორის თქმით, გაზრდილი ტარიფი მგზავრობის საფასურზე 20 მარტიდან აისახება.
გაძვირდება თუ არა მგზავრობა შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით? ავტოსადგურში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან, როგორც გვეუბნებიან შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი კერძო პირს, ხოლო ნაწილი წალკის მერიას ეკუთვნის.
საკითხის გადამოწმება ჩვენ მერიაში ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.