ავტორი: სოფიკო ქარცივაძე
დღეს ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ წალკაში ცენტრალურ გზა დაიტბორა. წვიმამ გზაზე ქვა- ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც ერთი მონაკვეთი ჩახერგა.
წალკის მერიის ინფორმაციით, გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ მათთვისაც ცნობილია. უწყებაში გვეუბნებიან, რომ: “საგზაო დეპარტამენტს უკვე გადავეცით ინფორმაცია. მალე გაიყვანენ სპეციალურ ტექნიკას და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები”.