ავტორი :მირანდა ფუტკარაია
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Ლივადი, ბარეთი, ჩოლიანი, გოდაქლარი, ჩივთკილისა – წალკაში, ამ სოფლების მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. Ამის შესახებ ინფორმაცია შპს “არწივანმა” მოგვაწოდა. Წალკაში Გზების გაწმენდით სამუშაოებს სწორედ ეს კომპანია ახორციელებს. Როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, აღნიშნულ სოფლებში გზების გასაწმენდად 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
Მათივე ინფორმაციით, Წალკის დანარჩენი სოფლების მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელია. Გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს წალკის მერიაც.
Შეზღუდვები არ მოქმედებს წალკა-თბილისის მიმართულებით. Ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაადასტურეს.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ საღამოს აკრძალული იყო.
Გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა, ქვეყნის მასშტაბით, 18 თებერვლამდე გაგრძელდება.