ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბმა ,,ეძანი,, მეგობრულ თამაშში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ კლუბის facebook გვერდიდან გახდა ცნობილი.
გუნდმა მატჩი თბილისში გამართა. მისი მეტოქე „ირაო 2 “ იყო. თამაში წალკელების გამარჯვებით დასრულდა. „ეძანმა“ მეტოქე ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი “ეძანი”
გოლების ავტორები ნიკა შაინიძე, ლექსო კონცელიძე და გელა აბულაძე არიან.
წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ 2020 წელს ჩამოყალიბდა.