ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის (დაშბაშის) კანიონზე შექმნილი ინფრასტრუქტურა შესაძლოა ფრინველებისთვის საფრთხის შემცველი იყოს, – ამის შესახებ გარემოსდამცველები საუბრობენ.
როგორც, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“-ს მენეჯერი ზურაბ გურგენიძე გვეუბნება, ადგილზე, სადაც შუშის ხიდის აშენდა ადრე ლეშიჭამია ფრინველები ბინადრობდნენ, დღეს კი იქ აღარ არიან. მისი შეფასებით, მიზეზი სამშენებლო სამუშაოებია.
„საბუკო“-ს მენეჯერი, ასევე გვეუბნება, რომ დაშბაშის კანიონზე განხორციელებული სამუშაოების პროცესში კომპანიამ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
ზურაბ გურგენიძე თვლის, რომ ფრინველებისთვის საფრთხეს წარმოადგენს კანიონის ხიდზე არსებული განათება და ინფრასტრუქტურის დიზაინი, იქმნება შეჯახების მაღალი რისკი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ფრინველის სიკვდილით სრულდება.
ზურაბ გურგენიძის თქმით, ლეშიჭამიებზე დაკვირვება აქტიუტრად 2017 წლიდან მიმდინარეობს და გრძელდება, თუმცა კანიონის ტერიტორიაზე პროცესი 2015 წლიდან დაიწყო.
ასევ ნახეთ: წალკის კანიონი და ეკოტურიზმი
რამდენად გაითვალისწინა კომპანია „კას-ლენდმა“ გარემოსდამცველთა რეკომენდაციები და როგორ შეეცდება იქ მობინადრე ლეშიჭამია ფრინველებზე შესაძლო მავნე ზეგავლენის თავიდან არიდებას? – კითხვებით კომპანიას მივმართეთ. “კას-ლენდში” გვპასუხობენ, რომ დაცული ტერიტორია მდებარობს ზურმუხტის ქსელის საიტზე, მომზადდა ზურმუტხზე ზემოქმედების შეფასების (ზზშ) დოკუმენტი.
კომპანიაში ამბობენ, რომ დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები უბნების მიხედვით და მათი რეკომენდაციების დაცვის შესაბამისად კანიონი თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან ფრინველების უსაფრთხოების თვალსაზრისით.
წალკის (დაშბაშის) კანიონი 14 ივნისს გაიხსნა. მასში ინვესტიცია ებრაულმა კომპანია KASS LAND-მა განახორციელა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია. წალკის კანიონზე, მიწიდან 300 მეტრზე 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი, ეკოტურისტული ბილიკები და ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო.
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშოაობას განაგრძობს.
ფოტოები: “კას ლენდი”