ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტისთვის ერთი ერთეული ექსკავატორ- დამტვირთველის (მრავალფუნქციური ტრაქტორის) შეძენა იგეგმება, — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.
წალკის მერიამ ამისთვის 280 ათასამდე ლარი გამოყო. ტენდერი მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა- შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა მიიღო. გამარჯვებულის სწორედ ის გახდა.
კომპანიის კომერციული დირექტორი დავით გოგიბედაშვილი ამბობს, რომ ჯერ წალკის მერიასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. სატენდერო განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 13 თებერვლამდე წარმოებდა.
გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან, 90 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.