ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიცპალიტეტის ნაწილში მოსალხეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგო პრო ჯორჯიაში დაგვიდასტურეს. Მიზეზი, მათი განმარტებით, გეგმიური სამუშაოებია.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოხტა, ხარება, ჩრდილისუბანი, ახალიკი, კარაკომი, დაშბაში, ბეშთაშენი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია აბონენტებს 18:00 საათმდე შეეზღუდათ.
Კომპანიაში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.