ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და სხვადახვა დანიშნულების ნივთები -დღეს სოფელ გუმბათიდან უკრაინაში ამანათები გაგზავნეს. უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო ტვირთის შეგროვება გუმბათელებმა ერთი თვის წინ დაიწყეს-ამის შესახებ სოციალური საწარმო “გუმბათის“ Facebook გვერდიდან ხდება ცნობილი.
უკრაინელებისთვის ამანათები სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების, საქართველოს ფოსტის წალკის ფილიალის წარმომადგენლების და მოსახლეობის აქტიურობით გაიგზავნა.
ორგანიზატორები სოციალური საწარმო „გუმბათის“წარმომადგენლები არიან.