წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე ახალციხეში

February 5, 2020

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტებმა და მწერლებმა მოსახლეობას ქართული თანამედროვე მწერლების შემოქმედება გააცნეს. ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი ლილი აჩელაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოება გადართულია უცხოურ ლიტერატურაზე და ქართულს ნაკლებად კითხულობს: «ჩვენი ძირითადი დევიზი არის ის, რომ გავაცნოთ ქართული ლიტერატურა ახალგაზრდებს. მაგალითად, ჩვენმა ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ პრიორიტეტი მივანიჭეთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, რადგან ღირებული ბევრი ქართველი მწერალი გვყავს.“

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ქართული თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას და ერთმანეთში გაზიარებას.

ავტორები:

მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი.

Leave a Reply