„იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, … ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა“- ეს გახლავთ ციტატა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ბოლო დროს დრამატულად განვითარებულ მოვლენებს აჯამებს და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე… თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ!” – სალომე ზურაბიშვილი
განცხადებაში, არჩევნების მნიშვნელობაზეც არის საუბარი. „ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ.“