ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმა იგეგმება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დეპუტატებმა მხარიც დაუჭირეს.
ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი, ზაზა თამარაშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ჯერ კონკურსი გამოცხადდება, შემდგომ დაიგეგმება როდის და რა ლოკაციაზე უნდა განთავსდეს.
“ახალ წლამდე გამოვაცხადებთ კონკურსს, შემდგომ ალბათ ისევ საკრებულო განიხილავს, ტენდერი გამოცხადდება და დაიგეგმება ყველა დეტალი,” – გვეუბნება თამარაშვილი.
გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი და ბექა ჯაყელის ქუჩა დაანონსა გიორგი გახარიამაც. ანტონ ობოლაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ” ეს ვალდებულება წინაპრების წინაშე შესასრულებელი ქონდათ.”
“რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ახალციხელებთან ერთად ვმსჯელობდით და ახალციხეში უახლოეს დროში აუცილებლად იქნება ბექა ჯაყელის ქუჩაც და გიორგი ბრწყინვალის ძეგლიც. ეს თითოეული ჩვენგანის ის ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე უნდა შევასრულოთ”, — განაცხადა მან.