წინასაარჩევნო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა – IDFI პრემიერის განცხადებაზე

August 13, 2021

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტების მერებისთვის ხელფასების მომატება და გაორმაგება იგეგმება სამოქალაქო ორგანიზაციებიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ IDFI თვლის, რომ “წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.”

პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე 9 აგვისტოს ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს ამასთან, მერების ხელფასები სრულად შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან.

IDFI-ს ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერების ხელფასები შემდეგნაირად ნაწილდება:
​ახალციხის მერის ხელფასი – 3 500ლ
​ადიგენი – 3 200ლ
​ახალქალაქი – 3 200ლ
​ნინოწმინდა – 3 100ლ
​ბორჯომი – 2 650ლ
ასპინძა – 2 650ლ