წინასააღდგომოდ სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მასშტაბით ყველა სარეალიზაციო ბაზარს და საწარმოებს ამოწმებს, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რამდენი ობიექტის შესწავლა იგეგმება და გამოვლინდა თუ არა დარღვევა რომელიმე ობიექტზე სამცხე-ჯავახეთში? – სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ზუსტ რაოდენობას პროცესის დასრულების შემდეგ გვეტყვიან, ხოლო დარღვევებს – მოიკითხავენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ.
ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარე წელს, 41 კვერცხის საწარმო შეამოწმეს, რომელთაგან ერთი რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიუთითებენ, რომ შეამოწმეს 175 საკონდიტრო, რომელთაგან 10-ში სამართალდარღვევა გამოვლინდა “სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა,” – ნათქვამია განცხადებაში.